Anti aging -კანის გამაახლებელი | 9 in 1

319 

აღმოაჩინე შენი კანის მოვლის ახალი რუტინა  Anti-Aging კანის გამაახლებელთან ერთად.

ეს არის გერმანული წარმოების, პროფესიონალური დონის ხელსაწყო, შესამჩნევი ასაკობრივი ნიშნების მოსაშორებლად. ეს პატარა და ეფექტური ხელსაწყო – აახალგაზრდავებს და ამკვრივებს კანს.

მისი გამოყენება შეგიძლია როგორც სახეზე ასევე, დეკოლტესა და ყელის არეში.

გესკეს აქვს Smart აპლიკაცია, რომელიც დაასკანერებს შენს სახეს, მოგაწვდის ინფორმაციას შენი კანის მდგომარეობაზე და დროთა განმავლობაში გაჩვენებს კანის მდგომარეობის პროგრესს.
ამავე აპლიკაციაში შეგიძლია ნახო პროდუქტის სრული ინფორმაცია და გამოყენების წესები.

რას გულისხმობს 9 in 1 და პროდუქტის სხვა ბენეფიტებზე დაწვრილებით ინფორმაციას სრულ აღწერაში ნახავ ❤️

მარაგში
გამოიმუშავე 957 "care ქულები" ქულა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 9,57 
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

ჭკვიან ანტიასაკობრივ და კანის გამაახლებელ მოწყობილობაში მოთავსებულია 9 ინოვაციური ტექნოლოგია. მისი მეშვეობით შენს კანს უფრო გლუვს, ელასტიურს და მკვრივს გახდი.

MicroCurrent Pro Face-Lift ტექნოლოგია ასტიმულირებს სახის კუნთებს მიკრო დენის იმპულსით. პროდუქტს ასევე გააჩნია გაუმჯობესებული რადიო სიხშირული (RF) გათბობის ფუნქიცა. მისი მეშვეობით, სითბო ღრმად აღწევს კანის ფენებში, რაც აძლიერებს კოლაგენის გამოყოფას და კანის უჯრედების განახლებას.

ინოვაციური ანტიასაკობრივი ტექნოლოგიის, კანის ტონუსის აღდგენისა და რეგენერაციის სწრაფი ფუნქციის წყალობით, ეს მოწყობილობა შესამჩნევად ამცირებს დაბერების ნიშნებს. Anti-Aging -კანის გამაახლებელი შეამცირებს ნაოჭებს, წვრილ ხაზებს, მოშვებულ კანს და თვალებქვეშ მუქ წრეებს – რაც კანს ახალგაზრდულ იერსა და სიჯანსაღეს მიანიჭებს.

გარდა რადიო სიხშირული ტალღებისა, ხელსაწყო აღჭურვილია დამატებით LED- ტექნოლოგიით, რომელიც 8 სხავდასხვა რეჟიმს მოიცავას. ის ორიენტირებულია სახის პრობლემური დეტალების გამოსწორებაზე – თვალის გარშემო არსებულ მუქ წრეებზე, კანის პიგმენტაციასა და ნაოჭებზე. რუტინის დაწყებისას შეგიძლია აირჩო შენთვის სასურველი ფერის განათება. თითოეულ ფერს სხვადასხვა დატვირთვა აქვს.

აპარატი დაბალი ვოლტაჟობის დენს იყენებს, რაც იმას ნიშნავს რომ სახლის პირობებში სრულიად უსაფრთხო და მეტად კომფორტულია მისი გამოყენება.

პროდუქტის შეძენისას, მიიღებ სასიამოვნო ბონუსს –აპლიკაციაში დარეგისტრირებისას Skin Scan & Personal Routine Guide -ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დაასკანერებს შენ კანს და შეგიქმნის სპეციალურად შენთვის განკუთვნილ რუტინას, რომელიც მიზნად შენთვის სასურველ შედეგს დაისახავს. ამასთან ერთად SmartSonic Pulsation -ტექნოლოგია ნაზად დაამასაჟებს შენ კანს ყოველი გამოყენებისას, ხოლო The Relaxing Warming Technology -დაამშვიდებს მას სითბოს მეშვეობით.

ერთი სესიის განმავლობაში შეგიძლია ნებისმიერი რეჟიმის არჩევა, თუმცა საუკეთესო შედეგისთვის რადიო სიხშირული გათბობის ფუნქიციის (RF heated Wavelenghts Function) რეჟიმი, გამოიყენე რუტინის დასრულებისას. პროცედურის დასრულებისას შესაძლოა შენიშნო სიწითლე კანზე, თუმცა ის მალე გაქრება, ამის თავიდან ასაცილებლად კი ეცადე ხელსაწყო დაბალ სიმძლავრეზე ამუშაო და არ გაიჩერო ერთიდაიგივე ადგილზე დიდხანს.

 

რას გულისხმობს 9 in 1 ტექნოლოგია 

  • პროფესიონალურ, ანტიასაკობრივ სესიას ტონირებული და გაახლებული კანისთვის როცა გინდა და სადაც გინდა
  • დაბალი ვოლტაჟობის, ინოვაციურ ხელსაწყოს რომელსაც უმარტივესად გამოიყენებს ნებისმიერი ასაკის ადამიანი
  • გლუვ კანს ისეთ პრობლემატურ, რთულ დასამორჩილებელ ადგილებზეც – როგორიცაა ყელი, დეკოლტე, ხელები თუ სახე
  • LED – ტექნოლოგია ასტიმულირებს კანის გაჯანსაღების პროცესებს უჯრედულ დონეზე
  • RF Heated Wavelengths -ფუნქიცა, ღრმად აღწევს კანის ფენებში და აძლიერებს კოლაგენის გამოყოფას, სითბოსა და რადიოტალღების დახმარებით კი კანი იწყებს გაახლებას
  • MicroCurrent Pro Face-Lift -რეჟიმი ასტიმულირებს სახის კუნთებს და აამუშავებს მათ, იმისთვის რომ შედეგად ელასტიური კანი და გამოკვეთილი კონტური მიიღო
  • SmartSonic Pulsation -ტექნოლოგია ნაზი მასაჟისთვის
  • კანის სკანირება თანამედროვე ტექნოლოგიებით შენზე მორგებული რუტინის შესაქმნელად
  • კანის დამამშვიდებელი მასაჟი Warming -ტექნოლოგიით

პროდუქტი შექმნილია:

პროფესიონალური, ანტიასაკობრივი 9 ინოვაციური ტექნოლოგიით, იმისთვის რომ შენი კანი გლუვი და მკვრივი გახადოს. ისიამოვნო დამამშვიდებელი გათბობოს რეჟიმით, რომელიც წვრილ ნაოჭებსაც შეგიმცირებს და კანის ტექსტურაც გაგიუმჯობესდება.

შეარჩიე შენ კანზე მორგებული LED განათება 

Red Light LED color icon

Red Light – ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას

Green Light LED color icon

Green Light – ეხმარება თვალის გარეშემო მუქი წრეების გაქრობას

Blue Light LED color icon

Blue Light – ანადგურებს აკნეს გამომწვევ ბაქტერიას

Yellow Light LED color icon

Yellow Light – აუმჯობესებს კანის ფერს

Orange Light LED color icon

Orange Light – მბზინვარებას ანიჭებს კანს

Cyan Light LED color icon

Cyan Light – კურნავს

White Light LED color icon

White Light – ააქტიურებს კანის გაახლების პროცესს

Purple Light LED color icon

Purple Light – აქრობს ანთებით პროცესებს

 

მოწყობილობა გამოიყენება ყველა ტიპის კანზე, გარდა ფიცპატრიკის მე-5 და მე-6 ფოტოტიპისა.

პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის. RF -სითბური ტალღების ინტესნიური გამოყენების შემდეგ, 24 საათის განმავლობაში, მოერიდეთ საუნას ან სხვა დამატებით სახის პროცედურების ჩატარებას.

გამოიყენე მაკიაჟისგან გაწმენდილ და ნოტიო კანზე, GESKE MicroCurrent დამატენიანებელ გელთან ერთად. გამოყენების სრული ინსტრუქცია და სხვა დეტალები შეგიძლია იხილო როგორც თანდართულ ვიდეოში, ისე Geske აპლიკაციაში.

აქვს მაგნიტური USB დატენვა და წყალგამძლეობის IPX7 სტანდარტი.

მასალა – ABS / Acrylic / PC / Silicone / Stainless Steel

პროდუქტს აქვს 15 წლიანი გარანტია!

GESKE Beauty Tech GmbH, Leipziger Platz 18, 10117, Berlin Germany