შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მანამ, სანამ პროდუქტი მომხმარებლისთვის ჩაბარებული არ არის. ჩაბარების შემდეგ პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის საგარანტიო პირობების გათვალისწინებით ან იმ შემთხვევაში, თუ ის არის სრულად გაუხსნელი, გამოუყენებელი, დაუზიანებელი და შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი შეფუთვა, ლუქი ან ჰერმეტული დაცვა, არსებობის შემთხვევაში. ჰიგიენური და პერსონალური მოვლის პროდუქტები დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ მათი შეფუთვა ან ლუქი დარღვეულია.
თანხის დაბრუნება ხდება პროდუქტის საწყობში მიღებისა და შემოწმების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში. თანხა ბრუნდება იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც გადახდა განხორციელდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი სხვა მეთოდზე თანხმდება. საბანკო გადარიცხვისთვის საჭიროა მიმღების სახელი, გვარი და ქართული ბანკის ანგარიშის ნომერი.
