ახლა რომ შევუკვეთო, როდის მივიღებ?
თბილისში მიწოდება ხორციელდება შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო 14:00 საათამდე განთავსებული შეკვეთების მიღება შესაძლებელია იმავე დღეს. თბილისის ფარგლებში მიწოდება უფასოა შეკვეთის ღირებულების მიუხედავად.
რეგიონებში შეკვეთები იგზავნება საქართველოს ფოსტის ან სხვა ხელმისაწვდომი საკურიერო/სატრანსპორტო სერვისის საშუალებით და საშუალოდ სრულდება 5 სამუშაო დღის ვადაში. მომხმარებელს გადაეცემა გზავნილის კოდი, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ამანათის სტატუსის გადამოწმებას. ზოგიერთ შემთხვევაში ამანათის ასაღებად შესაძლოა საჭირო გახდეს საფოსტო ოფისში ან გადამზიდი კომპანიის პუნქტში მისვლა.
