შეთანხმება
საიტზე რეგისტრაციისა და შეკვეთის დროს წესებსა და პირობებზე დათანხმება ნიშნავს, რომ დარეგისტრირებული პირი ან/და შემკვეთი მოხსენიებული როგორც “მომხმარებელი” გაეცნო და ეთანხმება ამ გვერდზე ქვემდებარე წესებსა და პირობებს, რასაც აქვს კანონიერი შეთანხმების ძალა მომხმარებელსა საიტის მფლობელს, შემდგომში მოხსენიებულს როგორც შ.პ.ს. ეროფარმი.
საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
მთლიანი ვერბალური და ვიზუალური მასალა, რაც ჩანს საიტზე, არის შ.პ.ს. ეროფარმი-ის საკუთრება. წინასწარი ნებართვის გარეშე საიტის ვიზუალური თუ წერილობითი კონტენტის გავრცელება დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის გამოვლენა გამოიწვევს გამავრცელებელი პირისთვის რეგისტრაციის პერმანენტულ გაუქმებას. თუ დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედება კომპანიისთვის აღმოჩნდა ზიანის მომტანი, გატარდება შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საიტზე რეგისტრაცია
ეროფარმის საიტზე პროდუქციის შეძენა რეგისტრაციის გარეშე შეგიძლია. თუმცა რეგისტრაციას აქვს თავისი ბენეფიტები, როგორიცაა შეკვეთის სიმარტივე, შეკვეთების აღრიცხვა და სხვა ბენეფიტები. მომხმარებელი თანახმაა შეინახოს საკუთარი პაროლი კონფიდენციალურად და პასუხისმგებელი იქნება საკუთარი ანგარიშისა და პაროლის ყველა გამოყენებაზე.
აკრძალული აქტივობები
- ნებართვის გარეშე საიტის ანალიტიკის სისტემატური წარმოება
- დაუშვებელია ყალბი ან/და ავტომატური სისტემებით ანგარიშების შექმნა თუ კომენტარების წერა
- საიტის უნებართვო გამოყენება მომხმარებელთათვის პროდუქციისა თუ სერვისის შეთავაზების მიზნით
- საიტის უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლის მცდელობა მასალის უნებართვო კოპირებისა თუ სხვა აქტივობებისთვის
- სხვა პირის სახელითა და პირადი მონაცემებით რეგისტრაციის მცდელობა
- საიტის პერსონალის მიმართ ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი ქმედება თუ კომუნიკაცია
- საიტის კოდის გაშიფრვა და კოპირება
- საიტის სისტემების მეშვეობით ნებისმიერი სახის ვირუსისა თუ გრაფისთვის შეუსაბამო ფაილის ატვირთვა
- საიტის გამოყენება კანონისთვის სხვა შეუსაბამო მიზნებითა და გზებით.
ვალდებულებები მომხმარებლის მიმართ
შ.პ.ს. ეროფარმი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მოთხოვნის შემთხვევაში მისი წაშლა. ის ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საიტის გამართული ფუნქციონირება ნებისმიერ დროს გარდა უშუალოდ ინტერნეტ პროვაიდერის ხარვეზისა თუ სხვა დამოუკიდებელი მიზეზებით შეფერხებებისა. შ.პ.ს. ეროფარმი პასუხისმგებლობას იღებს საიტზე განთავსებული ყველა ინფორმაციის ავთენტურობაზე და ვალდებულია მათ ჯეროვან შესრულებაზე.
საიტის მენეჯმენტი
საიტის მენეჯმენტი იტოვებს უფლებას, გაუწიოს მონიტორინგი ზემოხსენებული წესებისა და სხვა აქ არმოცემული საკანონმდებლო ნორმების ჯეროვან შესრულებას. მენეჯმენტს აქვს უფლება მომხმარებლის მხრიდან საიტის გამოყენების წესისა თუ სხვა საკანონმდებლო ნორმის დარღვევაში გაატაროს კანონიერი ზომები და მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
გაუთვალისწინებელი შემთხვევები
ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც არ არის განხილული ამ გვერდზე, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
იხილეთ ასევე: პროდუქტის უსაფრთხოება; პროდუქციის ფასები; მონაცემთა უსაფრთხოება; მიწოდების პირობები; სერვისი; დაბრუნების პოლიტიკა ხშირად დასმული კითხვები
რეგისტრაციით ან/და პროდუქციის შესყიდვით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით როგორც ამ გვერდზე მოცემულ ინფორმაციას, ისე ზემოთ მონიშნულ სხვა გვერდებს.
