Aqua-Stream ხსნარი

50 

GESKE Aqua-Stream არის აქტიური ინგრედიენტებით გამდიდრებული დამამშვიდებელი ხსნარი, რომელიც შექმნილია სახის საფუძვლიანი და ეფექტური წმენდისთვის.

ფორმულა ეხმარება კანს ჩამჯდარი ჭუჭყისა და მაკიაჟის ნარჩენების მოშორებაში, ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების დაბალანსებას და სახეს უფრო სუფთა, განახლებულ და ნათელ იერს ანიჭებს.

მოცულობა: 150 მლ

პროდუქტის გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სრულ აღწერაში გაეცნობი.

მარაგში
გამოიმუშავე 150 "care ქულები" ქულა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1,50 
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

GESKE Aqua-Stream გამწმენდი ხსნარი შექმნილია იმისთვის, რომ კანს მიანიჭოს სისუფთავის, სიჯანსაღისა და კომფორტის შეგრძნება. რეგულარული გამოყენებისას ის ეხმარება კანს უფრო თანაბარი, ნათელი და ჯანსაღი ტონის მიღებაში, ამშვიდებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს კანის ზედაპირის გაუმჯობესებას.

ფორმულა გამდიდრებულია აქტიური ინგრედიენტებით — ნიაცინამიდით, პროვიტამინი B5-ით იგივე პანთენოლით და ჰამამელისის ფოთლის ექსტრაქტით. ეს კომბინაცია განსაკუთრებით სასარგებლოა გაღიზიანებისკენ, გამონაყარისკენ და გაუხეშებისკენ მიდრეკილი კანისთვის. ინგრედიენტები ხელს უწყობს კანის დამშვიდებას, დატენიანებას და ცხიმის გამომუშავების დაბალანსებას.

Aqua-Stream ხსნარი კანს ანიჭებს ხანგრძლივი დატენიანების შეგრძნებას და ეხმარება მას ბუნებრივი, ჯანსაღი მბზინვარების დაბრუნებაში. მისი ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს არსებული გამონაყარის შემცირებას და ახალი გამონაყარის წარმოქმნის პრევენციას.

აქტიური ინგრედიენტები

ნიაცინამიდი ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების დარეგულირებას, გაფართოებული ფორების ვიზუალურად შემცირებას და კანის ტონის გათანაბრებას. ის ეხმარება კანს პიგმენტაციის შემცირებაში, გამონაყართან ბრძოლასა და ასაკობრივი ცვლილებების პირველი ნიშნების პრევენციაში.

პროვიტამინი B5 / პანთენოლი ინტენსიურად ატენიანებს კანს, აუმჯობესებს მის ელასტიურობას და ამცირებს სიმშრალისა და გაუხეშების შეგრძნებას. ასევე ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას და კომფორტის აღდგენას.

ჰამამელისის ფოთლის ექსტრაქტი ცნობილია დამამშვიდებელი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის.

Aqua-Stream ხსნარი თავსებადია ყველა ტიპის კანთან და შესანიშნავი არჩევანია ყოველდღიური მოვლის რუტინისთვის — განსაკუთრებით მაშინ, თუ გსურს კანის გაწმენდა, დატენიანება და მისი საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება ერთდროულად.

უფრო პერსონალიზებული მოვლისთვის გამოიყენე GESKE-ს აპლიკაციის სახის სკანერი. კანის ანალიზის საფუძველზე აპლიკაცია შეგირჩევს ინდივიდუალურ მოვლის რუტინას და დაგეხმარება, ზუსტად გაიგო, რა სჭირდება შენს კანს გაუმჯობესებისთვის. აპლიკაციაშივე შეგიძლია თვალყური ადევნო კანის პროგრესსაც.

პროდუქტი არის 100% ვეგანური, არ არის ტესტირებული ცხოველებზე და არ შეიცავს ფტალატებს.

კანის ტიპი:
თავსებადია ყველა ტიპის კანთან.

ინგრედიენტები / Ingredients INCI:
Aqua, Glycerin, Panthenol, Sodium PCA, Hamamelis Virginiana Leaf Extract, Niacinamide, Alcohol, Calendula Officinalis Flower Extract, Sodium Hydroxide, Phenoxyethanol, Sodium Lactate, Citric Acid.

მწარმოებელი:
GESKE Beauty Tech GmbH
Leipziger Platz 18, 10117 Berlin, Germany.