ჩვენი პროდუქციის შესაძენად უამრავი გზა გაქვს. ყველაზე სწრაფი და მარტივია რომ შეკვეთა გააკეთო პირადად, საიტზევე. ამასთან ერთად შეგიძლია რომ ეწვიო ჩვენს შოურუმს თბილისში, მოსე თოიძის 13 ნომერში ან შესაბამის სტენდს საქართველოს მოლებში. ამასთან ერთად შეგიძლია მიწერო ჩვენს საფორთს ამ საიტის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩატის ღილაკზე დაჭერით, ან დაგვირეკო ნომერზე +995 32 202 22 69 და შეკვეთა გააფორმო სატელეფონო საუბრის მეშვეობით. მიმართე ნებისმიერ გზას რაც შენთვის იქნება მოსახერხებელი ♡
ჩვენს საიტზე რეგისტრაცია კალათის გვერდით, პროფილის ღილაკზე დაჭერით. ან უბრალოდ დააჭირე აქ. დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდი.
ჩვენი კომპანია თითოეული პროდუქტის იმპორტს და შენახვას ახორციელებს კანონის და მწარმოებელთა რეკომენდირებული პირობების სრული დაცვით. კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს პროდუქციის ავთენტურობასა და ხარისხზე. მათ შორის შენახვისა და მიწოდების პირობების დაცვაზე. ყველა თხევადი პროდუქტი (გელის, ზეთის, სპრეის თუ ლუბრიკანტის სახით) წარმოებულია ევროკავშირში, გავლილი აქვს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკაციები და ფართო გამოყენებაშია მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მიერ. ჩვენ არ ვიღებთ ახალ, სატესტო თუ ნაკლებად სანდო ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას. აქედან გამომდინარე პროდუქტის ეფექტურობა და უსაფრთხოება გარანტირებულია.
იმიტომ რომ ჩვენ ვართ პარტნიორი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორები საქართველოში! ღრმად გვწამს რომ დაბალი ცნობიერებისა თუ ადგილობრივი ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, ინტიმურ მოვლის საშუალებებზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ ჩვენი პროდუქციის ფასები ხშირად უფრო ნაკლებია, ვიდრე თავად მომწოდებელთა საიტებზე არსებული საცალო ფასები.