ერთჯერადი ლუბრიკანტების პაკეტი

10 

შენ ახლა უყურებ ერთჯერად ლუბრიკანტებს. თითო პაკეტი არის 3 მილილიტრი მოცულობის. თუ ერთი ღამის ურთიერთობისთვის, ლაშქრობაში ან სადმე მსგავს ადგილზე მიდიხარ, ამ პაკეტების ტარება ლუბრიკანტის ბოთლის ტარებაზე ბევრად მოხერხებულია. კონკრეტულ შემთხვევაში 10 ლარად შენ იღებ 5 ცალ პაკეტს.

არ არის მარაგში
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

კიკუ იპყრობს ახალ სიმაღლეებს მსოფლიოს წამყვან საწარმოებთან თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში თქვენ უყურებთ BIOglide ლუბრიკანტს რომელიც დამზადებულია გერმანიაში, კომპანია ჯოიდივიჟენის მიერ. სასიამოვნო ფაქტია რომ ჯოიდივიჟენს ყავს სულ ხუთი გაყიდვების მენეჯერი, რომელთაგანაც სამი ქართველია.

ამ ლუბრიკანტის შემთხვევაში სახელში ხსენებული “ბიო” გვეუბნება რომ ეს არის ბიო პროდუქტი და არის 100%-ით ვეგანური. შექმნილია რომ მაქსიმალურად ბუნებრივად უზრუნველყოს ვაგინალური სისველე. არის უფერო და მრავალგზის ტესტირების შედეგად დარწმუნებით გეუბნებით რომ სახელში “გლაიდიც” ამართლებს თავის თავს და საერთოდ არ შრება ისე როგორც ჩვეულებრივი აფთიაქების იაფი ლუბრიკანტები.

ამ ლუბრიკანტს აქვს BDiH სტანდარტი, რომელიც არის გერმანიაში უმაღლესი სტანდარტი ამ კლასის ორგანული პროდუქტებისთვის.

ბევრმა დღემდე არ იცის რისთვის გამოიყენება ლუბრიკანტი. ამიტომ აქვე დავწერთ: ვაგინას და პენისს ფურთხით რომ ისველებთ, ეგ არაა სწორი. ეგ არც დაავადებებისგან გიცავთ, ლორწოს სუნიც აქვს და თავისუფლად შეიძლება რომ ბოლოს ნაჭამი საჭმლის მარცვლებიც შეაყოლოთ მაგ ფურთხს ვაგინაში. მარტივად რომ ვთქვათ, გულის ამრევია.
ჰიგიენურად სწორც, სუფთაც და გამართლებულიც არის სწორედ ამ ლუბრიკანტების გამოყენება მაგ დროს. უფრო სასიამოვნოცაა კიდე 😉

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):
Vegetable Glycerin, Aqua, Sodium Lactate, Xanthan Gum, Levulinic Acid, Sodium Levulinate, Lactic Acid, Alcohol