Anti-Aging Skin Renewer | 9 in 1
აღმოაჩინე შენი კანის მოვლის ახალი რუტინა – Anti-Aging Skin Renewer | 9 in 1-თან ერთად. Anti-Aging Skin Renewer – პროფესიონალური დონის ხელსაწყოა, შესამჩნევი ასაკობრივი ნიშნების მოსაშორებლად, რომელიც აახალგაზრდავებს და ამკვრივებს კანს სახის, დეკოლტეს და ყელის არეში. რადიოტალღური, მიკრო დენის იმპულსი, მაღალი სიხშირის, დაბალი ამპლიტუდის მქონდე ხმოვანი ვიბრაციები და 9 ტიპის LED – რეჟიმი, ეფექტურად ებრძვის კანის დაბერებას, ამკვრივებს მას და ელასტიურს ხდის.
- მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
- მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
ჭკვიანი, აპლიკაციით მართვადი ანტიასაკობრივი, კანის გამაახლებელი მოწყობილობა, მასში მოთავსებული 9 ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით, შენს კანს უფრო გლუვს, ელასტიურს და მკვრივს გახდის.
MicroCurrent Pro Face-Lift ტექნოლოგია ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში და ასტიმულირებს სახის კუნთებს მიკრო დენის იმპულსით, რომელიც კანს მეტ სიმკვრივეს სძენს.
გაუმჯობესებული რადიო სიხშირული (RF) გათბობის ფუნქიცა აღწევს ღრმად კანის ფენებში, რაც აძლიერებს კოლაგენის გამოყოფას და კანის უჯრედების განახლებას.
ინოვაციური ანტიასაკობრივი ტექნოლოგიის, კანის ტონუსის აღდგენისა და რეგენერაციის სწრაფი ფუნქციის წყალობით, ეს მოწყობილობა შესამჩნევად ამცირებს დაბერების ნიშნებს – ნაოჭებს, წვრილ ხაზებს, მოშვებულ კანს და თვალებქვეშ მუქ წრეებს, კანს კი ანიჭებს ახალგაზრდულ იერსა და სიჯანსაღეს.
გარდა რადიო სიხშირული ტალღებისა, ხელსაწყო აღჭურვილია დამატებით LED- ტექნოლოგიით, რომელიც 8 სხავდასხვა რეჟიმს მოიცავას. ის ორიენტირებულია სახის პრობლემური დეტალების გამოსწორებაზე – თვალის გარშემო არსებულ მუქ წრეებზე, კანის პიგმენტაციასა და ნაოჭებზე.
აპარატი დაბალი ვოლტაჟობის დენს იყენებს, რაც სახლის პირობებში მის გამოყენებას სრულიად უსაფრთხოს და მეტად კომფორტულს ხდის.
პროდუქტის შეძენისას, მიიღებთ სასიამოვნო ბონუსს – აპარატში მოთავსებული Skin Scan & Personal Routine Guide – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დაასკანერებს თქვენ კანს და შეგიქმნით სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილ რუტინას, რომელიც მიზნად თქვენთვის სასურველ შედეგს დაისახავს. ამასთან ერთად SmartSonic Pulsation – ტექნოლოგია ნაზად დაამასაჟებს თქვენს კანს ყოველი გამოყენებისას, ხოლო The Relaxing Warming Technology – დაამშვიდებს მას სითბოს მეშვეობით.
ერთი სესიის განმავლობაში, შეგიძლიათ ნებისმიერი რეჟიმის გამოყენება, თუმცა საუკეთესო შედეგისთვის რადიო სიხშირული გათბობის ფუნქიციის (RF heated Wavelenghts Function ) რეჟიმი, გამოიყენეთ რუტინის დასრულებისას.
მოწყობილობა თავსებადია ფიცპატრიკის ყველა ტიპის კანისთვის, გარდა მეხუთე და მეექვსე ტიპისა.
პროდუქტი შექმნილია:
პროფესიონალური, ანტიასაკობრივი 9 ინოვაციური ტექნოლოგიით, იმისთვის რომ თქვენი კანი გლუვი და მკვრივი გახადოს.
ასევე იმისთვის, რომ შედეგად მიიღოთ გაახალგაზრდავებული კანი, ინდივიდუალურად , თითოეულ მომხმარებელზე მორგებული რეჟიმებით, რომ ისიამოვნოთ დამამშვიდებელი გათბობის რეჟიმით, რომელიც თავისმხრივ, მასაჟისას წვრილ ნაოჭებს შეამცირებს და კიდევ იმისთვის, რომ გააუმჯობესოთ და შეცვალოთ კანის ტექსტურა.
რას იღებთ აპარატის შეძენისას
- პროფესიონალურ, ანტიასაკობრივ მომსახურებას როდესაც და სადაც თქვენ გსურთ.
- ინოვაციურ ხელსაწყოს რომელსაც უმარტივესად გამოიყენებს ნებისმიერი ასაკის მომხმარებელი.
- კომფორტულია ხელსაწყოს გამოყენება ნებისმიერ ზონაზე, ის აგლუვებს კანს ისეთ პრობლემატურ, რთულ დასამორჩილებელ ადგილებზეც – როგორიცაა ყელი, დეკოლტე, ხელები თუ სახე.
- LED – ტექნოლოგია ასტიმულირებს კანის გაჯანსაღების პროცესებს უჯრედულ დონეზე.
- RF Heated Wavelengths – ფუნქიცა, ღრმად აღწევს კანის ფენებში და აძლიერებს კოლაგენის გამოყოფას, სითბოსა და რადიოტალღების დახმარებით კი კანი იწყებს გაახლებას.
- MicroCurrent – რეჟიმი ასტიმულირებს სახის კუნთებს და აამუშავებს მათ, იმისთის რომ შედეგად ელასტიური კანი და გამოკვეთილი კონტური მიიღოთ.
პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის. პროდუქტი გამოიყენეთ მაკიაჟისგან გაწმენდილ და ნოტიო კანზე.
GESKE Beauty Tech GmbH, Leipziger Platz 18, 10117, Berlin Germany






















