
BiggerBust საკვები დანამატი მკერდის ფორმისთვის
BiggerBust საკვები დანამატი განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი მკერდის ზომის, სიმკვრივის და საერთო ვიზუალის გაუმჯობესება. დანამატის ფორმულა დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მკერდის ზრდას, კანის გამყარებას და ელასტიურობას. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა მიიღო ისეთი ეფექტი რომ აღარ მოგინდეს ქირურგიული ჩარევა ან სხვა ინვაზიურ მეთოდებზე ფიქრი.
მიიღე დღეში სამჯერ და მიაყოლე ბევრი წყალი. შეფუთვაში არის 90 კაფსულა, რაც არის 30 დღის დოზა.
თუ რა საკვანძო ინგრედიენტები აქვს ამ დანამატს, როგორ მოქმედებს თითოეული მათგანი შენს მკერდზე, როგორია პროდუქტის ეფექტურობის სტატისტიკა და რა არის ზოგადად საკვები დანამატი, იხილე სრულ აღწერაში.
- მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
- მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
BiggerBust არის საკვები დანამატი ქალებისთვის. დანამატი აერთიანებს ბუნებრივი ინგრედიენტების კომპლექსს. ეს ინგრედიენტები უზრუნველყოფენ მკერდის ბუნებრივ ზრდას ჯირკვლოვანი ქსოვილის სტიმულირებისა და კანის ელასტიურობის გაუმჯობესების გზით. მისი მცენარეული ექსტრაქტების ფიტოესტროგენული თვისებების წყალობით ქალები ასევე იღებენ გაუმჯობესებულ კანის სტრუქტურას.
საკვებ დანამატს აქვს სამი საკვანძო აქტიური ინგრედიენტი:
1. ჰოპსის ექსტრაქტი, რომელიც ეხმარება სიმყარეს და კანის ელასტიურობას;
2. წითელი სამყურას ექსტრაქტი, რომელიც არის იზოფლავონების ბუნებრივი წყარო, რაც ეხმარება ქალური სიმრგვალის მიღებას;
3. წიწიბურა, რომელიც ეხმარება მიკროცირკულაციას და სისხლძარღვების გაძლიერებას.
ქალების 85% აღნიშნავს შესამჩნევ ზრდას მკერდის სიმკვრივეში;
ქალების 70% აღნიშნავს ზრდას მკერდის ზომაში;
ქალების 90% აღნიშნავს გაუმჯობესებას კანის ტენიანობასა და ელასტიურობაში.
BiggerBust არ არის წამალი ან დოპინგი. ეს არის ისეთივე საკვები დანამატი როგორიც ვარჯიშისას არის პროტეინი, კრეატინი და გლუტამინი.
აქვე ზოგადად გავნმარტავთ თუ რა არის საკვები დანამატი: ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ ჯანსაღადაც არ უნდა ცხოვრობდე და იკვებებოდე, ორგანიზმში ნივთიერებათა იდეალური ბალანსის ქონა შეუძლებელია. რაღაცაზე ნაკლებობა არის ყოველთვის.
მაგალითად ვარჯიშისას თუ კუნთის მასის გაზრდაზე მუშაობ, გჭირდება პროტეინი (ცილა). ხშირად ამ დროს საჭიროა მინიმუმ 150 გრამი პროტეინის მიღება დღეში (წონას გააჩნია, ზოგჯერ მეტიც). ორგანიზმიში მარტო ამ დონის პროტეინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დღეში 600 გრამი მაქსიმალურად მჭლე ხორცი ან თევზი უნდა მიიღო, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ამ დეფიციტის ამოსავსებად არსებობს პროტეინის საკვები დანამატი, რომელსაც სვავ და დანაკლისს შესაბამისი დოზით იღებ. თუ არ ვარჯიშობ, ისე პროტეინის სმას აზრი არ აქვს, კუნთს ვერ გაიზრდი.
ზუსტად ანალოგიური პრინციპით ცხიმის წვისთვის არსებობს L-კარნიტინი, ოღონდ თუ არ ვარჯიშობ ტყუილად დალევ.
ნებისმიერი საკვები დანამატი არის დამხმარე გზაზე და არა გზა სასურველის მისაღწევად. შესაბამისად მიხედე თავს და საკვები დანამატიც იზავს თავისას. მაქსიმალური ეფექტისთვის კარგი იქნება თუ გამოიყენებ BiggerBust მკერდის შრატსაც. საკვები დანამატი საჭირო ზემოქმედებას ახდენს შიგნიდან, ხოლო შრატი გარედან. ამიტომ კომბინაციაში ორივეს ერთად აქვს საუკეთესო ეფექტი.
არ გამოიყენო იმ შემთხვევაში თუ ალერგიული ხარ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ინგრედიენტზე. არ გადააჭარბო გამოყენების მაქსიმალურ დღიურ დოზას, ორგანიზმს დროც ჭირდება ნივთიერებების შესაწოვად. ფეხმძიმობისას ან ლაქტაციის პერიოდში ამ დანამატის მიღება დაივიწყე, მაგ დროს ისეთი პროცესები მიდის რომ აზრი არ აქვს სიმკვრივეზე ზრუნვას. დანამატი გათვლილია არაფეხმძიმე ქალებზე რომლებიც არც ლაქტაციის პერიოდში იმყოფებიან.