Bio როზმარინი ორგანული მასაჟის ზეთი
სამყარო მიილტვის მეტი ჰარმონიის, სიმშვიდისა და ემპათიისკენ. პოლიტიკაზე ეს მაინც და მაინც არ აისახება თუმცა ხალხში შესამჩნევია. სიმშვიდის და ჰარმონიის ნაწილია ისიც რომ როცა რაღაცას მოიხმარ, ამით არაფერი დააზიანო და არ მიაყენო ტკივილი.
სწორედ ამ ხედვით არის შექმნილი BIO მასაჟის ზეთი, რომელიც იწარმოება პორტუგალიაში და გათვლილია იმაზე რომ შენი გაკეთებული სარელაქსაციო თუ ინტიმური მასაჟი იყოს ვეგანური, სასიამოვნო და სასარგებლო შენი კანისთვის.
მოცულობით არის 100 მილილიტრი და აქვს როზმარინის არომატი.
ზეთის მთლიანი შემადგენლობის და სხვა დეტალების სანახავად იხილე სრული აღწერა ♡
- მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
- მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
თუ ხარ ვეგანი ან უბრალოდ პრიორიტეტს ანიჭებ ორგანული პროდუქტების გამოყენებას, Orgie-ს პორტუგალიური წარმოების ბიო ზეთი შენთვისაა შექმნილი. ეს ზეთი არის NCS სერტიფიცირებული როგორც ვეგანური. ეს ნიშნავს რომ როცა იყენებ ამ პროდუქტს, შეგიძლია იყო დარწმუნებული რომ ეს პროდუქტი ნამდვილად ჯდება ყველა იმ კრიტერიუმში, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვეგანური ზეთი.
ზეთი შექმნილია მზესუმზირის, ტკბილი ნუშის და როზმარინის ბაზაზე. ამ ზეთების კომბინაცია გაძლევს ანტიოქსიდანტური, დამარბილებელი და დამატენიანებელი ეფექტის უნიკალურ კომბინაციას.
გამოყენებისთვის უბრალოდ წაივსი სასურველი ოდენობის ზეთი და დაიწყე მასაჟი!
ზეთი არ ტოვებს წებოვნობის შეგრძნებასა თუ ლაქებს.