BIOglide safe (ვეგანური) 100 მლ

64 

სამყარო ვითარდება, დგება ეპოქა როცა ერთი მიზნისთვის გაკეთებული პროდუქტები სხვა ბევრ დამატებით ფუნქციას იძენენ. შენს წინაშეა გერმანიაში წარმოებული, უმაღლესი ხარისხის ბიო ლუბრიკანტი რომელიც დამატებით პაპილომა ვირუსისგანაც გიცავს. გვიყვარს განვითარების ავანგარდში ყოფნა!

მარაგში
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

კიკუ იპყრობს ახალ სიმაღლეებს მსოფლიოს წამყვან საწარმოებთან თანამშრომლობით. ამ შემთხვევაში თქვენ უყურებთ BIOglide Safe ლუბრიკანტს რომელიც დამზადებულია გერმანიაში, კომპანია ჯოიდივიჟენის მიერ. სასიამოვნო ფაქტია რომ ჯოიდივიჟენს ყავს სულ ხუთი გაყიდვების მენეჯერი, რომელთაგანაც სამი ქართველია.

პირველ რიგში განგიმარტავთ რას ნიშნავს Safe: ამ ლუბრიკანტს აქვს კარაგენანის დანამატი. ლუბრიკანტი უზრუნველყოფს პაპილომა ვირუსის, HPV ინფექციების წინააღმდეგ დაცვას. ვირუსი გადაეცემა სექსუალური გზით და შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო და ვირუსული წარმოშობის გამონაზარდები კანზე. კარაგენანი უზრუნველყოფს ვირუსის ადამიანის უჯრედებთან შერწყმის პრევენციას. ამ შემთხვევაში კარაგენანი ითავსებს ბუნებრივი ბარიერის ფუნქციას.

თუ ძაან ჩაგიხლართეთ, ერთი წინადადებითაც გეტყვით: ამ ლუბრიკანტის წყალობით ნაკლები შანსია რომ ვირუსი აიკიდო.

რაც შეეხება დანარჩენ სახელს: სახელში ხსენებული “ბიო” გვეუბნება რომ ეს არის ბიო პროდუქტი. არის 100% ნატურალური და ვეგანური. შექმნილია რომ მაქსიმალურად ბუნებრივად უზრუნველყოს ვაგინალური სისველე. არის უფერო და მრავალგზის ტესტირების შედეგად დარწმუნებით გეუბნებით რომ სახელში “გლაიდიც” ამართლებს თავის თავს და საერთოდ არ შრება ისე როგორც ჩვეულებრივი აფთიაქების იაფი ლუბრიკანტები.

ამ ლუბრიკანტს აქვს BDiH სტანდარტი, რომელიც არის გერმანიაში უმაღლესი სტანდარტი ამ კლასის ორგანული პროდუქტებისთვის.

ბევრმა დღემდე არ იცის რისთვის გამოიყენება ლუბრიკანტი. ამიტომ აქვე დავწერთ: ვაგინას და პენისს ფურთხით რომ ისველებთ, ეგ არაა სწორი. ეგ არც დაავადებებისგან გიცავთ, ლორწოს სუნიც აქვს და თავისუფლად შეიძლება რომ ბოლოს ნაჭამი საჭმლის მარცვლებიც შეაყოლოთ მაგ ფურთხს ვაგინაში. მარტივად რომ ვთქვათ, გულის ამრევია.
ჰიგიენურად სწორც, სუფთაც და გამართლებულიც არის სწორედ ამ ლუბრიკანტების გამოყენება მაგ დროს. უფრო სასიამოვნოცაა კიდე 😉

მოცულობა: 100 მლ

შემადგენლობა (თარგმანის გარეშე):
Vegetable Glycerin, Aqua, Sodium Lactate, Chondrus Crispus (Carrageen) Extract, Xanthan Gum, Levulinic Acid, Sodium Levulinate, Lactic Acid, Alcohol