Glow მანათობელი სხეულის ზეთი
პორტუგალიური Glow-ს ხაზის შენთვის წარმოდგენით ჩვენ ვიძენთ ახალ მნიშვნელობას და ამიერიდან ვართ არამხოლოდ სექს შოპი, არამედ შენი მანათობელი კანისა და სილამაზის გასაღები! ეს არის კანის გამაჯანსაღებელი ზეთების ნაზავი, რომელიც გათვლილია ყოველდღიურ გამოყენებაზე. მასში გახსნილია მანათობელი ფხვნილი, შედეგად კი შენი კანი შორიდანაც თვალმომჭრელად ანათებს. თუ რა ზეთებისგან შედგება და რა ეფექტი აქვს ზუსტად, ამას სრულ აღწერაში ნახავ. ყოველ გამოყენებამდე აუცილებლად კარგად შეანჯღრიე ♡ ამ ზეთს ყავს დაახლოებით იგივე შემცველობის და იგივე ეფექტის ბიძაშვილი კრემის სახით. თუ ზეთს კრემი გირჩევნია, მაშინ ეს ნახე.
- მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
- მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
Glow shimmering body oil, იგივე მანათობელი სხეულის ზეთი არის შექმნილი მზესუმზირის, ტკბილი ნუშის, ზეთისხილის და ყურძნის თესლის ზეთების მდიდარი კომბინაციით. კანის მოვლის და გაჯანსაღების ამ იდეალურ კომბინაციაში გახსნილია მანათობელი ფხვნილიც იმისთვის რომ შენი გალამაზებული კანი თან სინათლესაც უხვად ირეკლავდეს, რაც შენს კანს შორიდანვე გამოარჩევს როგორც თვალში მოსახვედრს, რბილს და ლამაზს. აქვე ავხსნით რას აკეთებს თითოეული ეს ზეთი.
ოთხივე ზემოთ ხსენებული ზეთი არის მდიდარი ანტიოქსიდანტებით (ანტიოქსიდანტები ახანგრძლივებენ უჯრედის სიცოცხლისუნარიანობას) და ოთხივეს გააჩნია მეტ-ნაკლებად ერთი და იმავე ფუნქცია, თუმცა თითოეული მათგანი რაღაც ფუნქციით გამოირჩევა.
მზესუმზირის ზეთი გამოირჩევა კანის მზის რადიაციისა და დაბინძურებული გარემოსგან დაცვის უნარით.
ტკბილი ნუშის ზეთი აქრობს სიწითლეს, კურნავს დაზიანებულ კანს და კარგი დამხმარე საშუალებაა სტრიების გასაქრობად.
ზეთისხილის ზეთი გამორჩეულია თავისი დატენიანებისა და გამაახალგაზრდავებელი ეფექტით.
ყურძნის თესლის ზეთი გამოირჩევა კანის აკნესგან დაცვის შესაძლებლობით.
ეს ძლიერი კომბინაცია ზეთის მანათობელ ეფექტთან ერთად მალე აქცევს ამ ზეთს შენს ერთ-ერთ საყვარელ კანის მოვლის (და თვალში მოსახვედრი სილამაზის) საშუალებად.
აქვს ერთგვარი არომატი რომელიც მიახლოვებულია ხილის მიქსთან და ქოქოსთან.
მოცულობით არის 110 მილიგრამი, რაც გეყოფა დაახლოებით 1000 ამოტუმბვაზე.
ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):