ჰიალურონის მჟავის შრატი

55 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმი ჰიალურონის მჟავას ბუნებრივად გამოიმუშავებს, ასაკთან ერთად მისი რაოდენობა მცირდება. შედეგად, კანი უფრო ადვილად კარგავს ტენიანობას, ხდება მშრალი და მეტად მიდრეკილი წვრილი ხაზების წარმოქმნისკენ.

GESKE-ს სამმაგი ჰიალურონის მჟავით გამდიდრებული შრატი კანს ინტენსიურად ატენიანებს და ეხმარება სირბილის, ელასტიურობისა და ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში.

მოცულობა: 30 მლ

პროდუქტის შემადგენლობისა და გამოყენების წესების სანახავად იხილე სრული აღწერა.

მარაგში
გამოიმუშავე 165 "care ქულები" ქულა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1,65 
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

GESKE-ს ჰიალურონის მჟავის შრატი შექმნილია მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის, რომელსაც ინტენსიური დატენიანება, სირბილე და ელასტიურობის გაუმჯობესება სჭირდება. თუ კანი გამომშრალია და წვრილი ხაზებისკენ არის მიდრეკილი, ეს შრატი დაეხმარება მას ტენიანობის აღდგენასა და უფრო გლუვი, ნათელი იერის მიღებაში.

ფორმულა გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავით, რომელიც კანს ინტენსიურად ატენიანებს და ეხმარება ტენიანობის შენარჩუნებაში. რეგულარული გამოყენებისას კანი ხდება უფრო რბილი, ელასტიური და ჯანსაღად მბზინვარე.

Hydrolyzed Hyaluronic Acid-ის მცირე მოლეკულური სტრუქტურა ხელს უწყობს შრატის მსუბუქი ტექსტურის კანზე მარტივად გადანაწილებას და აქტიური ინგრედიენტების უკეთ შეწოვას. შედეგად, კანი იღებს ღრმა დატენიანების შეგრძნებას, ხოლო წვრილი ხაზები ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

გამოყენების წესი

გამოიყენე დღეში ორჯერ — დილით და საღამოს, სუფთა და მშრალ კანზე.

GESKE-ს აპლიკაციის სახის სკანერის ანალიზის საფუძველზე შეგიძლია მიიღო ინდივიდუალური მოვლის რუტინა და ზუსტად გაიგო, რა სჭირდება შენს კანს გაუმჯობესებისთვის. აპლიკაციაშივე შეძლებ კანის პროგრესისთვის თვალის დევნებას.

ჰიალურონის მჟავის შრატი იდეალურად ერწყმის GESKE-ს ანტიასაკობრივ და კანის გამამკვრივებელ მოწყობილობებს. კომბინირებული გამოყენებისას კანი იღებს უფრო მბზინავ ეფექტს და ხავერდოვან სირბილეს.

საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია შრატის დატანა GESKE-ს ზებგერითი თერმო ნიღბის დახმარებით. გათბობის ტექნოლოგია ხელს უწყობს აქტიური ინგრედიენტების უკეთ შეწოვას, ხოლო გაგრილების ტექნოლოგია ეხმარება ფორების ვიზუალურად შევიწროებას და კანის გამკვრივების ეფექტს.

რეკომენდებულია GESKE-ს შემდეგ მოწყობილობებთან კომბინაციაში:
MicroCurrent სახის ლიფტერი, Sonic თერმო სახის ჯაგრისი, Sonic თერმო ნიღაბი.

კანის ტიპი:
მშრალი და ძალიან მშრალი კანი.

პროდუქტი არის 100% ვეგანური, არ არის ტესტირებული ცხოველებზე და არ შეიცავს ფტალატებს.

ინგრედიენტები / Ingredients INCI:
Aqua, Alcohol Denat., Pentylene Glycol, Betaine, Panthenol, Sodium Hyaluronate, Ectoin, Ethylhexylglycerin, Tocopherol.