დამატენიანებელი და გამწმენდი

24 

თუ ხშირად იკეთებ მაკიაჟს და მისი მოშორება დიდ დროს გართმევს, GESKE-ს დამატენიანებელი გამწმენდი გელი სწორედ შენთვისაა.

მისი დაბალანსებული ფორმულა საფუძვლიანად წმენდს კანს ყოველდღიური ჭუჭყისგან, ზედმეტი ცხიმისა და მაკიაჟის ნარჩენებისგან — მათ შორის წყალგამძლე მაკიაჟისგანაც. ამავდროულად, აქტიური ინგრედიენტები კანს ატენიანებს და სისუფთავის ხანგრძლივ, სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებს.

GESKE-ს Smart აპლიკაცია დაგეხმარება, პროდუქტი სწორად ჩართო შენი კანის მოვლის რუტინაში. აპლიკაცია ასკანირებს სახის კანს, გაწვდის ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ და დროთა განმავლობაში გაჩვენებს კანის პროგრესს.

მოცულობა: 100 მლ

პროდუქტის შემადგენლობისა და გამოყენების წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავ სრულ აღწერაში.

მარაგში
გამოიმუშავე 72 "care ქულები" ქულა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 0,72 
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

თუ ეძებ გამწმენდს, რომელიც კანს არა მხოლოდ საფუძვლიანად ასუფთავებს, არამედ დატენიანებულსა და კომფორტულსაც ტოვებს, GESKE-ს დამატენიანებელი გამწმენდი გელი შესანიშნავი არჩევანია. მისი ფორმულა გამდიდრებულია კიტრისა და ანწლის ექსტრაქტებით, E ვიტამინითა და პროვიტამინი B5-ით, რომლებიც კანს წმენდს, ატენიანებს და სისუფთავის ხანგრძლივ შეგრძნებას ანიჭებს.

გელი ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, ბაქტერიებსა და მაკიაჟის ნარჩენებს, მათ შორის წყალგამძლე მაკიაჟსაც, ისე, რომ კანი არ გამოშრეს და არ გაღიზიანდეს. გამოყენების შემდეგ სახე რჩება სუფთა, რბილი, განახლებული და სასიამოვნოდ დატენიანებული.

აქტიური ინგრედიენტები

კიტრის ექსტრაქტი ატენიანებს და აცოცხლებს კანს, ანიჭებს სიგრილის, სისუფთავისა და განახლების შეგრძნებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ფერმკრთალი და დაღლილი იერის მქონე კანისთვის.

ანწლის ექსტრაქტი ეხმარება კანს ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებაში და იცავს მას გამოშრობისგან. მისი დამამშვიდებელი მოქმედება კანს უფრო კომფორტულსა და მოვლილს ტოვებს.

E ვიტამინი აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და ეხმარება მას გარემო ფაქტორებისგან დაცვაში.

პროვიტამინი B5 / პანთენოლი აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, ამშვიდებს მას და ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. ასევე ეხმარება კანს უფრო გლუვი და ჯანსაღი იერის მიღებაში.

GESKE-ს დამატენიანებელი გამწმენდი გელი იდეალურად ერგება ყოველდღიურ მოვლის რუტინას. ინგრედიენტების დაბალანსებული კომბინაცია კანს სუფთას, დატენიანებულსა და ბუნებრივად ნათელს ტოვებს.

კანის ტიპი:
ნორმალური და კომბინირებული კანი.

ჩამოტვირთე გესკეს უფასო აპლიკაცია. სახის დასკანირებისას ხელოვნური ინტელექტი შეისწავლის და გაანალიზებს შენი სხის კანს და ინდივიდუალურ რუტინას შეგიქმნის. საუკეთესო შედეგისთვის სახის გამწმენდი გელი გამოიყენე გესკეს თერმო ან უბრალოდ ნებისმიერ სახის ჯაგრისთან ერთად.

პროდუქტი 100% ვეგანურია, არ არის ტესტირებული ცხოველებზე და არ შეიცავს ფტალატებს

ინგრედიენტები: AQUA, GLYCERIN, COCO-GLUCOSIDE, DECYL GLUCOSIDE, COCAMIDOPROPYL BETAINE, PHENOXYETHANOL, ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, PANTHENOL, GLYCERYL OLEATE, SODIUM HYDROXIDE, SODIUM CHLORIDE, TOCOPHERYL ACETATE, PARFUM, ETHYLHEXYLGLYCERIN, CITRIC ACID, SODIUM BENZOTRIAZOLYL BUTYLPHENOL SULFONATE, CUCUMIS SATIVUS FRUIT EXTRACT, SAMBUCUS NIGRA FLOWER EXTRACT, TOCOPHEROL, HYDROGENATED PALM GLYCERIDES CITRATE, LECITHIN, ASCORBYL PALMITATE, HEXYL CINNAMAL, LIMONENE.

GESKE Beauty Tech GmbH, Leipziger Platz 18, 10117, Berlin Germany