Intimus White მათეთრებელი 50 მლ

99 

ინტიმურ ზონებში სიმუქეს ხშირად კანში მელანინის სიჭარბე იწვევს, თუმცა ამის გარდა ჩვენთვის, სამხრეთში მაცხოვრებლებისთვის, დიდი პრობლემაა მზე. მკლავები რომ დავმალოთ, სახეს მაინც ვერ დავმალავთ. ბევრ ადამიანს ვეგონებით იმაზე მუქი ვიდრე რეალურად ვართ და გახდილზე სარკეში ჩახედვისას თავად შეგვაწუხებს ფერის კონტრასტი ხელებს, თავს, ინტიმურ ზონებს და დანარჩენ სხეულს შორის.
ამ კონტრასტის აღმოსაფხვრელად და ჩვენი ბუნებრივი სითეთრისთვის არის შექმნილი ეს მშვენიერი პორტუგალიური კრემი. თუ როგორ მუშაობს ის, შეგიძლია სრულ აღწერაში წაიკითხო ♡

მარაგში
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

ვინ თუ არა ცხელ, ოკეანისპირა ქვეყანაში მცხოვრებმა ვნებიანმა პორტუგალიელებმა იციან მზის და სიმუქის ეფექტი კანზე…
თუ ცხელ და მზიან გარემოში ცხოვრობ, მაშინ გარანტირებულია რომ შენი მკლავები და სახე იქნება გაცილებით უფრო მუქი ვიდრე ტანი და ფეხები, მითუმეტეს თუ გარეთ სიარული ხშირად გიწევს.

სამედიცინო ენაზე რომ აგიხსნათ, ეს კრემი შეიცავს სეფივაითს. ეს არის ლიპოამინომჟავა, რომელიც არის ფენილალანინის ბიოვექტორი და ალფა მელანოციტების მასტიმულირებელ ჰორმონთა ანტაგონისტი გარანტირებული გამაღიავებელი ეფექტისთვის.

სეფივაითი იდეალურია როგორც მათეთრებელი, ასევე გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის.

შეგიძლია წაისვა როგორც სახეზე და მკლავებზე, ისე ინტიმურ ზონებში.
წაისვი დღეში ერთხელ.
მოერიდე თვალების ირგვლივ, ქუთუთოებზე წასმას.

მოცულობით არის 50 მლ.

ph ინტერვალი: 4.5 – 5.5

ინგრედიენტები (თარგმანის გარეშე):

AQUA, GLYCERIN, ROSA MOSCHATA SEED OIL, UNDECYLENoYL PHENYLALANINE, CETEARYL ALCOHOL, PHENoXYETHANoL, SODIUM POLYACRYLATE, NIACINAMIDE, HYDROGENATED POLYDECENE, ETHYLHEXYLGLYCERIN, DISODIUM EDTA, PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE, UNDECYLENIC ACID, TRIDECETH-6.