მაგნიტური გამწმენდი ნიღაბი
GESKE-ს სახის ნიღაბი გამდიდრებულია ვიტამინებითა და მაღალმაგნიტური მიკრონაწილაკებით, რომლებიც ხელს უწყობს ფორების ღრმა წმენდას, ზედმეტი ცხიმისა და დაგროვილი ნარჩენების მოშორებას და კანის უფრო სუფთა, გლუვი და ნათელი იერის მიღებას.
რეგულარული გამოყენებისას ნიღაბი ეხმარება კანს ტონის გათანაბრებაში და დაბერების ნიშნების ხილვადობის შემცირებაში.
GESKE-ს Smart აპლიკაცია დაგეხმარება, პროდუქტი სწორად ჩართო შენი კანის მოვლის პერსონალურ რუტინაში. აპლიკაცია ასკანირებს სახის კანს, გაწვდის ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ და დროთა განმავლობაში გაჩვენებს კანის პროგრესს.
მოცულობა: 50 მლ
პროდუქტის შემადგენლობისა და გამოყენების წესების სანახავად გადადი სრულ აღწერაზე.
- მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
- მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
GESKE-ს მაგნიტური გამწმენდი ნიღაბი კლასიკური სახის ნიღბისგან განსხვავებული, ინოვაციური მოვლის პროდუქტია. მისი უნიკალური ფორმულა აერთიანებს მაღალმაგნიტურ ნაწილაკებს, C ვიტამინსა და E ვიტამინს, რათა კანი ერთდროულად გაიწმინდოს, გამოცოცხლდეს და უფრო ნათელი, თანაბარი იერი მიიღოს.
მაღალმაგნიტური ნაწილაკები ხელს უწყობს ფორებიდან ჭუჭყის, ზედმეტი ცხიმისა და ნარჩენების მოშორებას, ხოლო C და E ვიტამინები კანს სძენს ჯანსაღ მბზინვარებას, ეხმარება მის დაცვას და აუმჯობესებს საერთო იერს. რეგულარული გამოყენებისას ნიღაბი ხელს უწყობს კანის უფრო გლუვ, სუფთა და მოვლილ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
აქტიური ინგრედიენტები
E ვიტამინი აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს, ეხმარება მას ტენიანობის შენარჩუნებაში და კანს უფრო რბილსა და კომფორტულს ხდის.
მაღალმაგნიტური ნაწილაკები ფორებიდან აშორებს ჭუჭყს, ზედმეტ ცხიმსა და დაგროვილ ნარჩენებს. ასევე ხელს უწყობს კანის ზედაპირის გათანაბრებას და უფრო სუფთა, ჯანსაღი იერის მიღებას.
C ვიტამინი ანტიოქსიდანტური მოქმედებით ეხმარება კანს ტონის გათანაბრებაში, პიგმენტური ლაქების ვიზუალურად შემცირებასა და მბზინვარე იერის დაბრუნებაში.
ნიღბის გამოყენება მარტივი და კომფორტულია. Touchless Magnetic Peeling Mask-ის სპატულა საშუალებას გაძლევს, პროდუქტი სახეზე თანაბრად გადაანაწილო ხელის დასვრის გარეშე, ხოლო Touchless Magnetic Peeling Mask | 5 in 1 ხელსაწყო ნიღბის ნარჩენების გარეშე მოშორებაში დაგეხმარება. GESKE-ს Touchless Purifying Peeling ტექნოლოგიის წყალობით, პროცესი უფრო ჰიგიენური, სწრაფი და სასიამოვნო ხდება.
უფრო პერსონალიზებული მოვლისთვის გამოიყენე GESKE-ს Smart აპლიკაცია. აპლიკაცია ასკანირებს სახის კანს, გაწვდის ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ და დროთა განმავლობაში გაჩვენებს კანის პროგრესს. ამავე აპლიკაციაში შეგიძლია ნახო პროდუქტის სრული ინფორმაცია და გამოყენების ვიდეოინსტრუქციაც.
კანის ტიპი:
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.
პროდუქტი არის 100% ვეგანური, არ არის ტესტირებული ცხოველებზე და არ შეიცავს ფტალატებს.
ინგრედიენტები / Ingredients INCI:
Iron Powder, Aqua, Coconut Alkanes, Zea Mays Starch, Glycerin, Cetyl PEG/PPG-10/1 Dimethicone, Distarch Phosphate, Disteardimonium Hectorite, Caprylic/Capric Glycerides, Ethylhexyl Stearate, Polyglyceryl-4 Laurate/Succinate, C12-15 Alkyl Benzoate, Ascorbyl Palmitate, Ethylhexylglycerin, Mica, Sodium Chloride, Tocopherol, Phenoxyethanol, Parfum, CI 77491, CI 77891.
მწარმოებელი:
GESKE Beauty Tech GmbH
Leipziger Platz 18, 10117 Berlin, Germany.
















