
PheroStrong ფერომონის კონცენტრატი ქალისთვის
იცოდი რომ ნებისმიერი სუნამო შეიძლება იყოს ფერომონის შემცველი?
კიკუს აქვს ფერომონის შემცველი სუნამოების დიდი არჩევანი, მაგრამ იქნებ შენ უკვე გაქვს შენი რჩეული სუნამო რომლის სუნსაც ვერ ელევი და ისურვებდი, რომ ისიც ყოფილიყო ფერომონის შემცველი?
სწორედ ამისთვის არსებობს PheroStrong-ის პოლონური ფერომონის თავისუფალი კონცენტრატი.
უშუალოდ ფერომონს სუნი არ გააჩნია და მისი გაზავება შესაძლებელია ნებისმიერ სუნამოში.
მოცულობით არის 7.5 მილილიტრი. დანარჩენი შეგიძლია სრულ აღწერაში იხილო ❤️
- მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
- მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
ეს კონტენტრატი მოდის სპეციალური პატარა ბოთლით და პიპეტით. ზოგადი რჩევების სახით შეგიძლია გაითვალისწინო შემდეგი ფაქტორები:
პიპეტის 10 წვეთი = 0.5 მილილიტრს.
სუნამოში გაზავებისას 0.1% ითვლება დაბალ დოზად.
0.5% ითვლება საშუალო დოზად.
1% ითვლება მაღალ დოზად.
შესაბამისად თუ შენი სუნამო არის 50მლ მოცულობის და გსურს რომ გააჯერო მაღალი დონის კონცენტრატით, მაშინ პიპეტით უნდა ჩააწვეთო 10 წვეთი.
ამასთან ერთად ეს კონცენტრატი გაძლევს უნიკალურ საშუალებას, რომ გატესტო უშუალოდ ფერომონის მოქმედება, ყოველგვარი სუნამოს გარეშე. შენ შეგიძლია რომ პიპეტით თითო-თითო წვეთი დაისხა მაჯებზე, კისერზე, ყურს უკან და დააკვირდე ცვლილებებს სოციუმთან ინტერაქციის დროს. სოციუმს ნუ ჩაეკითხები რამეს გრძნობენ თუ არა. გახსოვდეს – ფერომონი უსუნოა!
უბრალოდ დააკვირდი მათ და განსვავების შემჩნევასაც მალე დაიწყებ.
როცა ნებისმიერი სახის სუნამოზე ან ფერომონზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყველას გვინდა რომ:
- მოვახდინოთ დადებითი და დაუვიწყარი პირველი შთაბეჭდილება, ვიყოთ ინტერესის ობიექტი.
- გავაღვიძოთ ნდობა, ღიაობა და სიკეთე იმ ხალხისგან ვისაც ვხვდებით.
- მივაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და გავზარდოთ სამუშაოზე ჩვენი მოხდენილი შთაბეჭდილების ეფექტურობა.
- მივიღოთ და შევირგოთ ჩვენს ირგვლივ მყოფთა პატივისცემა და აღიარება, ვიყოთ ავტორიტეტი ჩვენს ირგვლივ არსებულ წრეებში, ვიყოთ ქალი რომელიც არის ბედნიერი, დაფასებული და სავსე – ანუ ვიყოთ წარმატებული ადამიანი!
- გავაღვიძოთ მიზიდულობა საპირისპირო სქესში, მივიღოთ ყურადღება, გავასხივოთ სექსუალური ენერგეტიკა.
- ვიყოთ ვნებიანი, დავიკმაყოფილოთ სურვილები და ლტოლვები.
კარიერულ ცხოვრებაში PheroStrong® ფერომონებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ინტერპერსონალური ურთიერთობების დინამიკას ყველა სახის კომუნიკაციაში, იქნება ეს კაცი-ქალი, ქალი-ქალი თუ კაცი-კაცი. ფერომონები გავლენას ახდენენ იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ გარემოს და როგორ აღგვიქვავენ სხვები ამ გარემოში ტვინის ალფა რიტმზე და ნეუროგადაცემებზე პირდაპირი ზემოქმედებით. მაგიტომაც ფერომონის შემცველ სუნამოებს ხშირად იყენებენ სამუშაო ადგილებზე, ბიზნესში და ზოგადად სამუშაო გარემოში.
თუ გსურს რომ გააუმჯობესო შენი სამუშაო ურთიერთობები, იყო უფრო ეფექტური შეხვედრებზე ან დატოვო უკეთესი შთაბეჭდილება გასაუბრებებზე, მაშინ ფეროსთრონგის ფერომონის შემცველი სუნამოები დაგეხმარება ნდობის შექმნაში, საკუთარი იმიჯის გამყარებასა და სტრესის მიმართ რეზისტენტობის ზრდაში, რაც საბოლოო ჯამში მეტ კონტროლსა და თავდაჯერებას გაძლევს.
ფეროსთრონგით შენ არ ახდენ მანიპულირებას. ამ სუნამოთი ქმნი საკუთარ იმიჯს იმ ქიმიით, რომელსაც შენ ვერ ხედავ მაგრამ სხვები გრძნობენ.მნიშვნელობა არ აქვს კლიენტებს ელაპარაკები, ჯგუფს უძღვები თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ხარ – ფეროსთრონგის ფერომონებით შენ შექმნი დროში განგრძობად შთაბეჭდილებებს, დაამყარებ ავტორიტეტს და მიიღებ მეტ კრედიბილურობას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში PheroStrong® გეხმარება კომუნიკაციის გამარტივებაში, იქნება ეს ოჯახთან, მეგობრებთან თუ საჯარო სიტუაციებში.
ფეროსთრონგის ფერომონები გეხმარება შექმნა ღიაობა, გაზარდო სხვა ხალხის მიმღებლობა შენდამი და გააუმჯობესო ყოველდღიური ინტერაქციების ტონი. ფეროსთრონგი განიჭებს მშვიდ თავდაჯერებას და სიცხადეს ყოველდღიურ კომუნიკაციებში სხვა ადამიანებთან.
შესაძლოა რომ შეამჩნიო თუ როგორ მარტივდება კომუნიკაციები, როგორ იმატებს ხალხის ემპათია შენდამი და როგორ იკლებს დაძაბულობა საუბრისას. თუ ყველა დროის ერთ-ერთი უმაგრესი წიგნი, Atomic Habits არ წაგიკითხავს, მაშინ ახლა ალბათ კარგი დროა ამისთვის – სწორედ ამ სუნამოს გამოყენების მსგავსი მცირე ცვლილებებით იწვევ დიდ შედეგებს შენი ცხოვრების გაუმჯობესებაში ❤️
ფერომონის სწორი კონცენტრაციით შენ ძალით კი არ აყენებ შედეგებს, არამედ მართავ გარემოს. ეს მართვა კი ქმნის ჩართულობას, ბლაანსს და თავდაჯერებას.
სექსუალურ ცხოვრებაში PheroStrong® მატებს ემოციურ მიზიდულობას და ეხმარება უფრო ღრმა კავშირის ჩამოყალიბებას ფეროსთრონგის მიზანი საპირისპირო სქესის მიზიდვაზე მეტია – მიზანია რომ ინტიმურ ცხოვრებაში არსებობდეს მეტი გახსნილობა, თავდაჯერება და ემოციური ჩართულობა.
ფერომონზე არსებული კვლევების მიხედვით დასტურდება რომ ინტიმურ ასპექტში ფერომონები ხსნიან დაძაბულობას, ზრდიან ბუნებრივ კომფორტს და დადებით ზეგავლენას ახდენენ პარტნიორის მზაობაზე აქტისთვის. ფერომონები ეხმარება ბარიერების შემცირებას, ნდობის გაზრდას და კავშირის ბუნებრივად გამყარებას.
PheroStrong® ფერომონები არ არის იმპლუსი – ეს არის ქიმია რაც აყალიბებს კავშირს, კომუნიკაციას და ემოციურ ინტიმურობას.
ინგრედიენტები სრულად (თარგმანის გარეშე): ipropylene glycol, Parfum, Benzyl salicylate, Citronellol, Gernaiol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool, Methyl ionones.