PheroStrong ქარი კაცებისთვის

104 

Pherostrong არის ფერომონის შემცველი პარფიუმერიის პოლონური ბრენდი, რომელიც აერთიანებს უამრავი სხვადასხვა სურნელის უნიკალურ პარფიუმერიას.
სხვა ფერომონის შემცველი პარფიუმერიისგან განსხვავებით, Pherostrong გამოირჩევა გამყოლი სუნით. ასარჩევად ყველაზე კარგი იქნება თუ მოხვალ ადგილზე და უშუალოდ შეარჩევ ტესტერების საშუალებით, თუმცა დაგიწერთ ყველაზე მიახლოვებულ სუნებს.
მთავარი ნოტა: ანჯელიკის მცენარე.
შუა ნოტა: ბერგამოტი, პაჩული.
საბაზისო ნოტა: ქარვა, კუმარინი, მუშკი.

მოცულობით არის 50 მილილიტრი.

“ქარი” კაცებისთვის ამაღლებს თავდაჯერებას და მაგნეტიზმს. სრული შემადგენლობა და სხვა დეტალები შეგიძლია იხილო სრულ აღწერაში ❤️

  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

ზოგადად ფერომონი არის უფერო და უსუნო ნივთიერება, რომელსაც ადამიანი გრძნობს მისი ცნობიერად გაანალიზების გარეშე. ფერომონის ეს ქვეცნობიერი გრძნობა ზრდის მიზიდულობის ძალას. ადამიანებს სურთ რომ სადაც ფერომონის ეფექტია ძლიერი, იქ ბარემ სუნიც იყოს კარგი და გამყოლი. სწორედ ამ სურვილს პასუხობს პოლონეთში წარმოებული PheroStrong პარფიუმერია თავისი სურნელების მრავალფეროვანი არჩევანით.
“ქარი” არის სუნამო კაცებისთვის რომლებიც არიან მომაჯადოებლები თავიანთი სიმშვიდითა და ჩუმი თავდაჯერებით. სუნი იხსნება ანჟელიკის მცენარის შეხებით, რომელიც იწვევს სისუფთავის და სიცოცხლისუნარიანობის განცდას. ის ზავდება ბერგამოტთან და პაჩულთან ღრმა, დამიწებული, ელეგანტური ხელწერისთვის. ქარვის, კუმარინის, მუშკის საბაზისო ნოტებით კი სუნამო ქმნის თბილ აურას. საბოლოო ჯამში სუნამო ქმნის ძლიერი, მიმზიდველი მასკულინობის აურას.

როცა ნებისმიერი სახის სუნამოზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყველას გვინდა რომ:

  • მოვახდინოთ დადებითი და დაუვიწყარი პირველი შთაბეჭდილება, ვიყოთ ინტერესის ობიექტი.
  • გავაღვიძოთ ნდობა, ღიაობა და სიკეთე იმ ხალხისგან ვისაც ვხვდებით.
  • მივაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და გავზარდოთ სამუშაოზე ჩვენი მოხდენილი შთაბეჭდილების ეფექტურობა.
  • მივიღოთ და შევირგოთ ჩვენს ირგვლივ მყოფთა პატივისცემა და აღიარება, ვიყოთ ავტორიტეტი ჩვენს ირგვლივ არსებულ წრეებში, ვიყოთ კაცი რომელიც არის თავდაჯერებული, დაფასებული და სავსე – ანუ ვიყოთ წარმატებული ადამიანი!
  • გავაღვიძოთ მიზიდულობა საპირისპირო სქესში, მივიღოთ ყურადღება, გავასხივოთ სექსუალური ენერგეტიკა.
  • ვიყოთ ვნებიანი, დავიკმაყოფილოთ სურვილები და ლტოლვები.

    კარიერულ ცხოვრებაში PheroStrong® ფერომონებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ინტერპერსონალური ურთიერთობების დინამიკას ყველა სახის კომუნიკაციაში, იქნება ეს კაცი-ქალი, ქალი-ქალი თუ კაცი-კაცი. ფერომონები გავლენას ახდენენ იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ გარემოს და როგორ აღგვიქვავენ სხვები ამ გარემოში ტვინის ალფა რიტმზე და ნეუროგადაცემებზე პირდაპირი ზემოქმედებით. მაგიტომაც ფერომონის შემცველ სუნამოებს ხშირად იყენებენ სამუშაო ადგილებზე, ბიზნესში და ზოგადად სამუშაო გარემოში.

    თუ გსურს რომ გააუმჯობესო შენი სამუშაო ურთიერთობები, იყო უფრო ეფექტური შეხვედრებზე ან დატოვო უკეთესი შთაბეჭდილება გასაუბრებებზე, მაშინ ფეროსთრონგის ფერომონის შემცველი სუნამოები დაგეხმარება ნდობის შექმნაში, საკუთარი იმიჯის გამყარებასა და სტრესის მიმართ რეზისტენტობის ზრდაში, რაც საბოლოო ჯამში მეტ კონტროლსა და თავდაჯერებას გაძლევს.

    ფეროსთრონგით შენ არ ახდენ მანიპულირებას. ამ სუნამოთი ქმნი საკუთარ იმიჯს იმ ქიმიით, რომელსაც შენ ვერ ხედავ მაგრამ სხვები გრძნობენ.

    მნიშვნელობა არ აქვს კლიენტებს ელაპარაკები, ჯგუფს უძღვები თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ხარ – ფეროსთრონგის ფერომონებით შენ შექმნი დროში განგრძობად შთაბეჭდილებებს, დაამყარებ ავტორიტეტს და მიიღებ მეტ კრედიბილურობას.

    ყოველდღიურ ცხოვრებაში PheroStrong® გეხმარება კომუნიკაციის გამარტივებაში, იქნება ეს ოჯახთან, მეგობრებთან თუ საჯარო სიტუაციებში.

    ფეროსთრონგის ფერომონები გეხმარება შექმნა ღიაობა, გაზარდო სხვა ხალხის მიმღებლობა შენდამი და გააუმჯობესო ყოველდღიური ინტერაქციების ტონი. ფეროსთრონგი განიჭებს მშვიდ თავდაჯერებას და სიცხადეს ყოველდღიურ კომუნიკაციებში სხვა ადამიანებთან.

    შესაძლოა რომ შეამჩნიო თუ როგორ მარტივდება კომუნიკაციები, როგორ იმატებს ხალხის ემპათია შენდამი და როგორ იკლებს დაძაბულობა საუბრისას. თუ ყველა დროის ერთ-ერთი უმაგრესი წიგნი, Atomic Habits არ წაგიკითხავს, მაშინ ახლა ალბათ კარგი დროა ამისთვის – სწორედ ამ სუნამოს გამოყენების მსგავსი მცირე ცვლილებებით იწვევ დიდ შედეგებს შენი ცხოვრების გაუმჯობესებაში ❤️

    ფერომონის სწორი კონცენტრაციით შენ ძალით კი არ აყენებ შედეგებს, არამედ მართავ გარემოს. ეს მართვა კი ქმნის ჩართულობას, ბლაანსს და თავდაჯერებას.

    სექსუალურ ცხოვრებაში PheroStrong®  მატებს ემოციურ მიზიდულობას და ეხმარება უფრო ღრმა კავშირის ჩამოყალიბებას ფეროსთრონგის მიზანი საპირისპირო სქესის მიზიდვაზე მეტია – მიზანია რომ ინტიმურ ცხოვრებაში არსებობდეს მეტი გახსნილობა, თავდაჯერება და ემოციური ჩართულობა.

    ფერომონზე არსებული კვლევების მიხედვით დასტურდება რომ ინტიმურ ასპექტში ფერომონები ხსნიან დაძაბულობას, ზრდიან ბუნებრივ კომფორტს და დადებით ზეგავლენას ახდენენ პარტნიორის მზაობაზე აქტისთვის. ფერომონები ეხმარება ბარიერების შემცირებას, ნდობის გაზრდას და კავშირის ბუნებრივად გამყარებას.

    PheroStrong® ფერომონები არ არის იმპლუსი – ეს არის ქიმია რაც აყალიბებს კავშირს, კომუნიკაციას და ემოციურ ინტიმურობას.

მიიპკურე მცირე დოზით მაჯებზე, კისერზე და ყურების უკან.

ინგრედიენტები სრულად (თარგმანის გარეშე): Alcohol Denat., Parfum, Aqua, Alpha-Isomethyl ionone , Beta-Caryophyllene, Citrus Limon Peel Oil, Coumarin, Juniperus Virginiana Oil, Limonene, Linalool, Linalyl Acetate, Pinene, Tetramethyl Acetyloctahydronaphtalenes, Trimethylcyclopentenyl, CI 42090, CI 42053.