პემზის ქვა მაზოლების წინააღმდეგ | 7 in 1

93 

უმაღლესი ხარისხის ეს გერმანული ხელსაწყო იდეალური გამოსავალია სახლის პირობებში პედიკურის გასაკეთებლად

მისი მარტივად ცვალებადი თავების დახმარებით შენ შეძლებ მოიშორო გარქოვანებული კანი და მასთან ერთად მაზოლებიც

თუ როგორ გამოიყენო პროდუქტი და კიდევ რა უპირატესობები აქვს მას ამას სრულ აღწერაში ნახავ ❤️

მარაგში
გამოიმუშავე 279 "care ქულები" ქულა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 2,79 
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

მაზოლების მოსაშორებელი პემზის ქვის პირველივე გამოყენებისას იგრძნობ როგორ დაარბილებს ის ფეხის გულს და ქუსლებს, მოაშორებს გარქოვანებულ კანს და გახდის მათ გლუვს და ნაზს.

პროფესიონალური PediCare & Velvet Sole სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ შენი ფეხის გული და ქუსლი დამუშავებისთანავე ხავერდივით რბილ და ნაზი გახადოს.

გამომშრალი და მკვდარი კანის უჯრედების მოშორების ტექნოლოგია ეფექტიანად წმენდს კანს, ხოლო ულტრა-ნაზი და უმტკივნეულო ექსფოლიაციის სისტემა რბილად, მაგრამ შედეგიანად მოგაშორებს გარქოვანებულ ზედაპირს და მაზოლებს.

შეიქმნა

  • რბილი ფეხის ტერფების მისაღებად
  • მკვდარი და მშრალი კანის უჯრედების მარტივად მოსაშორებლად
  • ყველა ტიპის კანისთვის

უპირატესობები

  • პროფესიონალური ფეხის მოვლა სახლის პირობებში ნებისმიერ დროს
  • ფეხის აგებულებაზე მორგებული დიზაინი
  • წამებში უზრუნველყოფს გლუვ კანს ფეხის თითოეულ ნაწილზე
  • ნაზად, მაგრამ ეფექტიანად ქერცლავს კანს
  • აშორებს კოჟრებს და გაუხეშებულ კანს
  • გამძლე და ხარისხიანი პემზის ქვა, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს ეფექტიანობას
  • მარტივად ცვალებადი თავები
  • სფეროსებრი ფორმა, რომელიც იდეალურად ერგება ხელს

 

ხელსაწყოს გამოყენებამდე 5-10 წუთით ადრე დაარბილე კანი თბილი წყლით, ასევე კარგად დაასველე ხელსაწყოს პემზის ქვა და უკვე შემდეგ დაიმუშავე ტერფები.

პროდუქტს აქვს 15 წლიანი გარანტია!

წყალგამძლეა 100%

მასალა-ABS / Ceramic Pumice Stone / Glass / Silicone

გაიარე კონსულტაცია ექიმთან თუ შენ გაქვს დიაბეტი ან კანის დამუშავებისას გრძნობ დისკომფორტს. გამოყენების სრული ინსტრუქცია და სხვა დეტალები შეგიძლია იხილო როგორც თანდართულ ვიდეოში, ისე Geske აპლიკაციაში.

GESKE Beauty Tech GmbH, Leipziger Platz 1