შემიძლია თუ არა დავაპრუნო პროდუქცია ან/და გავაუქმო უკვე გაკეთებული ტრანზაქცია?
ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია თუ პროდუქტი უკვე მოწოდებული არ გვაქვს. ჩაბარების შემდგომ პროდუქციის უკან დაბრუნება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის სრულად გაუხსნელი, რაც გამოიხატება იმაში რომ ყუთი დაუზიანებელია, ხოლო ყუთზე არსებული ლუქი (არსებობის შემთხვევაში) ხელშეუხებელი. თანხის დაბრუნება ხდება 3 სამუშაო დღეში პროდუქტის საწყობში მიღებიდან. გაითვალისწინეთ რომ თუ ტრანზაქცია მოხდა ადგილზე ტერმინალის მეშვეობით, ან საიტზევე არსებული ბარათით გადახდის სისტემის მეშვეობით, ხოლო გაუქმება ხდება თქვენივე მოთხოვნიდან გამომდინარე, ანაზღაურებისას პროდუქციის სრულ ღირებულებას დააკლდება 2.5%. ანაზღაურებისთვის საჭიროა მიმღების სახელი, გვარი და ანგარიშის ნომერი (აუცილებელია იყოს ქართული ბანკის ანგარიში).