MicroCurrent შავი წერტილების საწინააღმდეგო Scrubber 9 in 1

205 

MicroCurrent შავი წერტილების საწინააღმდეგო Scrubber 9 in 1 არის ხელსაწყო რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ შენი კანი გლუვი, რბილი და მბზინვარე გახადოს!

უმაღლესი ხარისხის, გერმანიაში შექმნილი ეს მოწყობილობა დაგეხმარება სახის კანს მოაშორო მკვდარი უჯრედები და შავი წერტილების ხილვადობა საგრძნობლად შეამცირო პირველივე გამოყენებისთანავე.

გესკეს აქვს Smart აპლიკაცია, რომელიც დაასკანერებს შენს სახეს, მოგაწვდის ინფორმაციას შენი კანის მდგომარეობაზე და დროთა განმავლობაში გაჩვენებს კანის მდგომარეობის პროგრესს.

იმისთვის რომ გაიგო როგორ გამოიყენო ხელსაწყო და რას გულისხმობს 9 in 1 ტექნოლოგია გადადი სრულ აღწერაზე ❤️

მარაგში
გამოიმუშავე 615 "care ქულები" ქულა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 6,15 
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

MicroCurrent შავი წერტილების საწინააღმდეგო კანის Scrubber 9 in 1 არის ხელსაწყო, რომელიც მიკრო დენის საშუალებით შენი სახის კანს მოიყვანს ტონუსში და ამავდროულად საგრძნობლად შეამცირებს შავ წერტილებსა და წვრილ ხაზებს.

მასში გამოყენებულია მოწინავე, მიკრო დენის სახის გამამკვრივებელი და ჭკვიანი, ტალღოვანი პულსაციის ტექნოლოგიები. ეს ინოვაციური ტექნოლოგია 65-ზე მეტ კუნთს ასტიმულირებს სახის კანისა და კისრის მიდამოში, რაც წვრილი ხაზების გაჩენას უშლის ხელს. იგი აუმჯობესებს სახის კონტურს და კანზე მატონიზირებელ ეფექტს ქმნის. ის მოგაშორებს მკვდარ და გამომშრალ კანს, სახეზე დაგიტოვებს სიგლუვის და სირბილის შეგრძნებას.

გამოიყენე ხელსაწყო ყოველდღიურად და ხუთ წუთიანი სახის კუნთების ვარჯიში, რომელიც ანტიასაკობრივ მასაჟს გულისხმობს, შედეგად მოგცემს გამკვრივებულ, ნათელ და გაახალგაზრდავებულ კანს.

ხელსაწყოში დანერგილია ION -ულტრა ჰიგიენური ღრმა წმენდის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია თვალისთვის უხილავი კანის დაბინძურების სრულად მოშორება. სახის დამსაჟებისას იგი მაგნიტივით მიიკრავს კანის ფორებში ჩამჯდარ ჭუჭყს.

Deep Warming -ტექნოლოგია უკვე გაჯანსაღებულ და გაწმენდილ კანს საშუალებას მისცემს გაცილებით უკეთ შეითვისოს კანის მოვლის საშუალებების აქტიური ინგრედიენტები. სითბოს მეშვეობით ფორები ფართოვდება და ამის შედეგად სახის შრატი თუ დამადენიანებელი გელი კანის ყველაზე ღრმა წერტილებში აღწევს მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, ამ ხელსაწყოს კიდევ ერთი მნიშნელოვანი უპირატესობა აქვს. მასში მოთავსებულია წითელი LED სინათლე, რომელიც მისი აქტიური რეგენერაციის ტექნოლოგიით დაგეხმარება შეინარჩუნო კანის სიჯანსაღე და შეამცირო წვრილი ხაზები.

MicroCurrent Face-Lift Technology -ის გამოყენებისას, GESKE-ს დამატენიანებელი მიკროდენის გელი სავალდებულოც კია. ის იდეალურად გაათანაბრებს კანს და უკეთესი გამაჯანსაღებელი ეფექტისთვის, სიღრმისეულად დაატენიანებს მას. გამოიყენე მაკიაჟისგან გაწმენდილ და ნოტიო კანზე.

შექმნილია

  • ანტიასაკობრივი რუტინისთვის
  • ახალგაზრდული და ჯანმრთელი სახის კანისთვის
  • გამომშრალი და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად
  • ყველა ტიპის კანისთვის

უპირატესობები

  • ამცირებს ანტიასაკობრივი რუტინის ხანგრძლივობას
  • ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას
  • ამკვირვებს, ტონუსში მოჰყავს და ჭიმავს კანს
  • ზრდის სისხლის მიმოქცევას, ანადგურებს ტოქსინებს და ხსნის სახის დაჭიმულობას

არ არის რეკომენდირებული მგრძნობიარე კანისთვის. გამოყენების სრული ინსტრუქცია და სხვა დეტალები შეგიძლია იხილო როგორც თანდართულ ვიდეოში, ისე Geske აპლიკაციაში.

მასალა: ABS / PC / Silicone / Stainless Steel

აქვს მაგნიტური USB დატენვა და წყალგამძლეობის IPX5 სტანდარტი.

პროდუქტს აქვს 15 წლიანი გარანტია!

GESKE Beauty Tech GmbH, Leipziger Platz 18, 10117, Berlin Germany