Sonic სახის & სხეულის როლერი | 4 in 1
GESKE Sonic სახისა და სხეულის როლერი 4 in 1 შექმნილია იმისთვის, რომ კანს მიანიჭოს უფრო გლუვი, მბზინავი და მოვლილი იერი. სონიკური პულსაციის ტექნოლოგია უზრუნველყოფს მასტიმულირებელ და დამამშვიდებელ მასაჟს, რომელიც სასიამოვნო მოვლის გამოცდილებას ქმნის როგორც სახისთვის, ისე სხეულისთვის.
ხელსაწყო დაგეხმარება სახისა და სხეულის კონტურებზე მუშაობაში, კანის გამოცოცხლებასა და დაღლილობის შეგრძნების შემცირებაში. რეგულარული გამოყენებისას კანი უფრო ტონუსიანი, რბილი და ჯანსაღად მბზინვარე ჩანს.
GESKE-ს Smart აპლიკაცია დაგეხმარება, მოწყობილობა სწორად ჩართო შენი მოვლის პერსონალურ რუტინაში. აპლიკაცია ასკანირებს სახის კანს, გაწვდის ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ და დროთა განმავლობაში გაჩვენებს კანის პროგრესს.
ამავე აპლიკაციაში შეგიძლია იხილო პროდუქტის სრული ინფორმაცია და გამოყენების წესები.
თუ როგორ გამოიყენო ეს როლერი, რას ნიშნავს 9 in 1 და სხვა ტექნიკური დეტალები იხილე სრულ აღწერაში ❤️
- მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
- მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
ჭკვიანი Sonic სახის & სხეულის როლერი ამკვრივებს და შესამჩნევად ასწორებს კანს როგორც სახეზე ისე მთელ სხეულზე.
როლერს გააჩნია რეგულირებადი პულსაციის ინტენსივობა, რომელიც საშუალებას მოგცემს იმუშაო ისეთ მნიშვნელოვან უბნებზე, როგორიცაა შუბლი, ყვრიმალები და ყბის ხაზი. კომფორტული და ეფექტურია სხეულის იმ ზონებზეც სადაც მკვრივი და ტონუსში მოყვანილი კანი განსაკუთრებით პრობლემური და სასურველია. თეძოს მუცლის არეს და ბარძაყების მიდამოებში კანი მარტივად კარგავს ელასტიურობას და ხშირ შემთხვევაში საჭიროებს კორექციას. SmartSonic ტექნოლოგია წუთში 14,000 სონიკური პულსაციის მეშვეობით, შენ კანს გლუვს და მკვრივს გახდის. შედეგად მიიღებ საგრძნობლად შემცირებლ მიმიკურ ხაზებს და დახვეწილ სახის ოვალს.
3D Contouring & Firming Waves ტექნოლოგია მოგიხსნის შეშუპებას და მოადუნებს კუნთებს. გამოიყენე ხელსაწყო სტაბილურად და მიიიღე მეტად გამოკვეთილი კონტურები სახესა და სხეულზე.
შექმნილია მათთვის, ვისაც სურს:
- კანის გამკვრივება და დახვეწილი იერი
- ჯანსაღი, ბზინვარე და მოვლილი კანი
- სრული რელაქსაცია და კომფორტი
- ნებისმიერი ტიპის კანისთვის შესაფერისი მოვლა
შედეგად მიიღებთ
- გამოკვეთილ, აწეულ და მკვრივ სახის და სხეულის კონტურებს
- შემცირებულ კუნთების შეშუპებას და დაჭიმულობას
გამოიყენე მაკიაჟისგან გაწმენდილ კანზე GESKE ჰიალურონის შრატთან ერთად
აქვს მაგნიტური USB დატენვა და წყალგამძლეობის IPX5 სტანდარტი.
მასალა – ABS / Silicone
პროდუქტს აქვს 15 წლიანი გარანტია!
გამოყენების სრული ინსტრუქცია და სხვა დეტალები შეგიძლია იხილო როგორც თანდართულ ვიდეოში, ისე Geske აპლიკაციაში.
GESKE Beauty Tech GmbH, Leipziger Platz 18, 10117, Berlin Germany






















