Sonic თერმო სახის და სხეულის მასაჟორი | 9 in 1

139 

Sonic თერმო სახის და სხეულის მასაჟორი | 9 in 1 არის ჭკვიანი, უმაღლესი ხარისხის გერმანული ხელსაწყო. მისი დახმარებით შენ შეძლებ შექმნა იდეალური სახის მოვლის რუტინა.

პროდუქტში გაერთიანებულია სონიკური პულსაცია კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად, გაგრილება-გათბობის რეჟიმები და ინოვაციური ანტიასაკობრივი ტექნოლოგიები.

GESKE აქვს Smart აპლიკაცია, რომელიც დაასკანერებს შენს სახეს, მოგაწვდის ინფორმაციას შენი კანის მდგომარეობაზე და დროთა განმავლობაში გაჩვენებს კანის მდგომარეობის პროგრესს.

როგორ გამოიყენო ხელსაწყო და კიდევ რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს პროდუქტს ამას სრულ აღწერაში ნახავ ❤️

მარაგში
გამოიმუშავე 417 "care ქულები" ქულა, რომლის ღირებულებაც შეადგენს 4,17 
  • Check Mark მიწოდება თბილისში 24 საათის, ხოლო თბილისის გარეთ 72 საათის განმავლობაში.
  • Check Mark მიწოდება თბილისში უფასოა, ხოლო თბილისის გარეთ ემატება 5₾.
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express
გარანტირებულად უსაფრთხო და მარტივი გადახდა

ჭკვიანი ზებგერითი პულსაცია და კრიო ღრმა გაგრილება-გაჯანსაღების და გახურების სისტემების ჰარმონიული შერწყმა – ეს არის ამ ხელსაწყოს ის მახასაითებლები რომლებიც შენი თავის მოვლის რუტინას ახალ საფეხურზე აიყვანს. მექანიკური გაგრილება-გახურების სისტემის გამოყენება უმარტივესია, მოხსენი შუშის თავი და მოათავსე მაცივარში ან თბილ წყალში სასურველი ტემპერატურის მისაღებად.

დაიმასაჟე თბილი ხელსაწყოთი სახე და სხეული. ფორების გამხსნელი ღრმა გახურების სისტემა მოადუნებს კუნთებს, გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და დაეხმარება შენ კანს თავის მოვლის პროდუქტების უკეთ შეთვისებაში.

მაღალეფექტიანი შეშუპების საწინააგმდეგო სისტემა, კრიო ღრმა გაგრილების საშუალებით ნაზად ავიწროვებს სისხლძარღვებს და საგრძნობლად ამცირებს შეშუპებას.

წითელი LED სინათლე მისი აქტიური რეგენერაციის ტექნოლოგიით ანელებს დაბერების ნიშნების წარმოქმნას და აჩქარებს კანის გაახლების პროცესს.

SmartSonic პულსაციის ტექნოლოგია სპეციალურად შემუშავებული მასაჟის რეჟიმებით, მიზანმიმართულად მოქმედებს აკუპუნქტურულ წერტილებზე, ამცირებს კუნთების დაჭიმულობას და აღადგენს კანის ელასტიურობას.Youthful Glow მასაჟის ტექნოლოგია და Youthful Skin & Complexion გაახლება უზრუნველყოფს კანის ბუნებრივი ბზინვარების დაბრუნებას. სილიკონის Grip Protection სახელურის დახმარებით მოწყობილობის დაჭერა უსაფრთხო და კომფორტულია.

შეიქმნა 

  • სახისა და სხეულის მოვლისთვის
  • ჯანსაღი მბზინარე კანის მისაღებად
  • ანტიასაკობრივი მასაჟისთვი
  • ყველა ტიპის კანისთვის

უპირატესობები 

  • ALL in one მოწყობილობა სპა გამოცდილებისთვის სახლის პირობებში
  • სპეციალურად შემუშავებული მრავალტემპერატურული ზედაპირი, მორგებული კანის საჭიროებებზე
  • ერგონომიული დიზაინი მარტივი გამოყენებისთვის
  • ოპტიმალური ტემპერატურის გამათბობელი და გამაგრილებელი სესიები
  • გათბობის სისტემა ხელს უწყობს აქტიური ინგრედიენტების ღრმა შეწოვას
  • გაგრილების სისტემა ავიწროებს ფორებს და ამცირებს შეშუპებას
  • დამამშვიდებელი მასაჟი ლიმფის გამოსადენად

ხელსაწყო არ მოათავსო საყინულეში ან 40 გრადუსზე ცხელ წყალში. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენე მაკიაჟისგან გაწმენდილ და ნოტიო კანზე GESKE ჰიალურონის დამატენიანებელ შრატთან ერთად

პროდუქტს აქვს 15 წლიანი გარანტია!

აქვს მაგნიტური USB დატენვა და წყალგამძლეობის IPX7 სტანდარტი

მასალა -ABS / Acrylic / Borosilicate Glass / Propylene Glycol / Silicone

გამოყენების სრული ინსტრუქცია და სხვა დეტალები შეგიძლია იხილო როგორც თანდართულ ვიდეოში, ისე Geske აპლიკაციაში.

GESKE Beauty Tech GmbH, Leipziger Platz 18, 10117, Berlin Germany